„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ კონსტიტუცია კანონდარღვევით მიიღეს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციულო ხასიათის ცვლილებისა, არსებით ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში. თანაც როგორი: თუ ორივე მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა ”მიწა”, მესამე მოსმენისას წინ წაუმატეს სიტყვა ”სასოფლო-სამეურნეო”, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოგლო-სამეურნეო დანიშნულებისას.
ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი.
როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს სჩადიოდნენ.
კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყება.
დრო დაიკარგება? ამათ ხელში დრო ისედაც დაკარგულია. საჭიროა გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტზე." - წერს გოცირიძე.