G&T Trader-ის საშუალებით შესაძლებელი ხდება ბიტკოინის ფასზე მიბმული საინვესტიციო ინსტრუმენტებით ინვესტირება.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბიტკოინის მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია „გალტ & თაგარტმა“ საკუთარ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Bitcoin Tracker One და Bitcoin Tracker EURO, რომლებიც ბიტკოინის ფასზე დაშენებულ საინვესტიციო ინსტრუმენტებს წარმოადგენენ, შესაბამისად, მათი ფასები სრულად დაყვებიან და ასახავენ ბიტკოინის ფასის ცვალებადობას. აღნიშნული საინვესტიციო ინსტუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირება განახორციელოს ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით და გახსნას შესაბამისი პოზიციები. Bitcoin Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Bitcoin Tracker EURO - ევროს ვალუტაში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერი არის XBT Provider AB და ივაჭრებიან Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე.
მომხმარებელს GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, შეუძლია ძიების ველში აკრიფოს სიტყვა Bitcoin. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების ფასების სანახავად საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგი გზით: Account > Subscriptions > Stock Exchanges > Nasdaq OMX .