საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა იმის შესახებ, თუ ვის შეეძლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა საქართველოში.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“, - ნათქვამია კონსტიტუციაში.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის კანონპროექტში აღნიშნული ჩანაწერი ზოგადად მიწას ეხებოდა, ხოლო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რედაქციაში დაზუსტება მოხდა და ჩანაწერი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეეხება.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 26 სექტემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.