თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე - ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე მონაკვეთზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერია იუწყება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან გაივლის პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, ჩაუხვევს ჭანტურიას ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.