ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ

სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.

„ჩატარდა მშობელთა კრება და გვითხრეს, რომ ჟალუზების ფული უნდა ავაგროვოთ. ჩვენ 12-12 ლარი დაგვაბარეს, თუმცა ზოგიერთ კლასში თანხა 8 ან 10 ლარს შეადგენს. სკოლა გაარემონტეს და ჟალუზების შესაძენი თანხა როგორ ვერ იშოვეს? სკოლაში 15 სექტემბერს განათლების მინისტრიც იმყოფებოდა და ახლად გარემონტებული სკოლა დაათვალიერა“, - განაცხადა მშობელმა.

როგორც მან აღნიშნა, მშობელთა კრება „მხოლოდ ამ საკითხს მიეძღვნა“.