"ცენტრ პოინტი" გაიყიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. რჩეულიშვილი მყიდველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია კომპანიის გადაბარების ტექნიკური პროცესი.
"მოლაპარაკებები დასრულებულია. ახლა ვიწყებთ გადაბარების ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ მყიდველის კონფიდენციალურობას დავიცავ და ძალიან მოკლე პერიოდში მყიდველზე ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება. ჩვენი კომპანიის გაყიდვის მთავარი პირობა იყო დაზარალებულების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე მაიასა და რუსიკოსთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. როგორ მოხდება ეს ყველაფერი ტექნიკურად და როგორ დალაგდება, ვნახავთ. ასეთი დიდი გარიგება მე მგონი საქართველოში, ამ სფეროში არ მომხდარა. სამუშაო მოცულობითია და რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, "ცენტრ პოინტი" ერთმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა კიდევ ერთი ინვესტორი, კომპანია X2 "ცენტრ პოინტის" 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობს.
"მყიდველი გადაიბარებს ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების ვალდებულებას და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ დაზარალებულების ინტერესების დაცვა მყიდველთან", - აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა.