„ტიოტა“ და „მაზდა“ ერთობლივ ელექტრომობილებს გამოუშვებენ

Toyota და Mazda ელექტრომობილების ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ერთობლივ საწარმო EV Common Architecture Spirit-ში „ტოიოტას“ 90%-იანი წილი ექნება, Mazda-სა და მის უმსხვილეს მიმწოდებელ Denso Corp-ს კი 5-5%-იანი წილები.

Toyota-ში განაცხადეს, რომ ახალი კომპანია შექმნის ახალ ტექნოლოგიას ელექტრომობილებისთვის, მათ შორის მინი-ავტომობილებისთვის, მსუბუქი ავტომობილებისთვის, ყველგანმავლებისთვის და მსუბუქი სატვირთოებისთვის.

ამჟამად არც Toyota და არც Mazda მსუბუქ ელექტრომობილებს არ უშვებენ.