სამშენებლო კომპანია m2-ს „ცენტრ-პოინტი“ არ უყიდია. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ "m2 უძრავი ქონებაში" განუცხადეს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, საკითხს სწავლობდნენ, თუმცა კომპანია მათ არ უყიდიათ.
"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გუკა რჩეულიშვილმა კომპანიის გაყიდვის შესახებ დღეს განაცხადა, თუმცა მყიდველის ვინაობა არ დაასახელა.
მისი თქმით, "ცენტრ პოინტი" ერთმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა კიდევ ერთი ინვესტორი, კომპანია X2 "ცენტრ პოინტის" 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობს.
რჩეულიშვილმა „ცენტ-პოინტის“ გაყიდვის შესახებ ჯერ კიდევ გასულ თვეში განაცხადა. როგორც იმ პერიოდში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებდა, კომპანიის ყიდვით ოთხი კომპანია, მათ შორის ერთი უკრაინული კომპანია იყო დაინტერესებული. ამასთან, მისი ადვოკატის თქმით, „ცენტრ პოინტის“ შეძენით სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატი“ იყო დაინტერესებული. თუმცა, იმ პერიოდში „ემ კვადრატში“ აცხადებდნენ, რომ „ცენტრ პოინტის“ შეძენას არ აპირებდნენ.