2018 წლის 1 იანვრიდან მონადირეებსა და მეთევზეებს განახლებული მოსაკრებელი დაუწესდებათ

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებებში განსაზღვრულია თუ რა მოსაკრებელის გადახდა მოუწევთ 2018 წლის 1 იანვრიდან მონადირეებსა და მეთევზეებს.

კერძოდ, დაწესებული მოსაკრებლები ცხოველთა, ფრინველთა და თევზების სხვადასხვა სახეობაზე ასეთია: დათვზე - 1 700 ლარი; გარეულ ღორზე - 100; ირემზე - 1 700 ლარი; შველზე - 500; მგელზე -100; ჯიხვზე - 1 700; არჩვზე - 1 350 ლარი; ნიამორზე - 8 350; მელაზე - 50; ხოხობზე - 15 ლარი; კაკაბზე, გარეულ ბატზე - 4; მდინარის/ტბის კალმახზე - 1 500 ლარი; შავი ზღვის ორაგულზე - 3 000.

სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე