მსოფლიოს აეროპორტებში დღეს მგზავრთა კომპიუტერული სარეგისტრაციო სისტემა გაითიშა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება.
საუბარია „Amadeus Altea“-ს საპროგრამო უზრუნველყოფაზე. შეფერხება შეეხო დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების აეროპორტებს. ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მგზავრების გადაღებული ფოტოებიც ვრცელდება.
„Amadeus“-ში განაცხადეს, რომ მათი სპეციალისტები უკვე მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად და სისტემა ეტაპობრივად აღდგება.