„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, დღეს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან.
როგორც „ვითიბი ბანკი“ იუწყება, მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.
„აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლიან რეჟიმში, საიტზე TKT.GE - ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება“, - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.