ფოლადის სახლი სამშენებლო სფეროში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ინდუაშვილმა განუცხადა.
უფრო დეტალურად კომპანიის ისტორიაზე, გეგმებზე -„ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს ნანა ინდუაშვილს ესაუბრა.
დღევანდელი ფოლადის სახლი მრავალ წელს ითვლის. ფერადი და შავი ლითონის საქმე დათო სალთხუციშვილმა წამოიწყო. მისი ვაჟები, ამ ხნის განმავლობაში, მამასთან ერთად უმკლავდებოდნენ ყველა იმ სირთულეს, რაც ამ საქმიანობას ახლავს. 20 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად უდიდესი გამოცდილების საფუძველზე, მისმა ვაჟებმა განავითარეს მამის მიერ წამოწყებული ოჯახური ბიზნესი, სწორედ შეაფასეს ბაზრის განვითარების ტენდენციები და ჰოლდინგი დააფუძნეს.
პროდუქტები, რომელსაც ფოლადის სახლი მომხმარებელს სთავაზობს:
დღეის მდგომარეობით, ფოლადის სახლი აერთიანებს რამდენიმე სფეროს:• აწარმოებს გადაზიდვებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
• აწარმოებს შავი და ფერადი ლითონის ექსპორტს;
• ახდენს აკუმულატორების გადამუშავებას;
• ფოლადის სახლის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ტექსტილის პროდუქციას;
• ახდენს კონსტრუქციების პროექტირებას, აწყობასა და მონტაჟს;
• დაკავებული სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტითა და რეალიზაციით.
რამდენად განვითარებული და კონკურენტულია ეს სფერო?
„ფოლადის სახლის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანია გახლავთ 2014 წელს დაფუძნებული შპს „მარტ სთილი“, რომელმაც ერთ წელზე ნაკლებ დროში შეიძინა უამრავი ერთგული მომხმარებელი. საქართველოს მაშტაბით გახსნა 5 მაღაზია და რკინის პროდუქციის ადგილობრივ და უცხოელ მწარმოებლებთან ერთად შექმნა მიწოდების ხელსაყრელი პირობები.თუ ამ სფეროზე გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაცია-იმპორტის სფერო საკმაოდ გაზრდილი და კონკურენტუნარიანია. მასალებზე მოთხოვნა დიდია, რადგან ქვეყნის მასშტაბით მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, მიუხედავად კონკურენციისა, „მარტ სთილი“ თავის მოტივირებულ ჯგუფთან ერთად ახერხებს ბაზარზე ლიდერის პოზიციების შენარჩუნებას.
არსებული კონკურენციის ფონზე, რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ უპირატესობად?
ყოველდღიურად ვფიქრობთ, რითი შევუქმნათ მომხმარებელს კომფორტი. ვცდილობთ თითოეულ შეკვეთაზე ინდივიდუალური მიდგომა გვქონდეს, გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ სერვისი და მომხმარებელს კონკურენტუნარიანი ფასები შევთავაზოთ. ამ ყველაფრის ყოველდღიურობაში დანერგვა კი გადამწყვეტია.რისი დამსახურებაა კომპანიის 20 წლიანი წარმატების ისტორია?
მოგეხსენებათ საქმის წამოწყება და სწორი გზით სვლა მარტივი არ იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე უკვე არსებობდნენ ძლიერი, გამოცდილი და ცნობადი კომპანიები. „ფოლადის სახლისთვის“ და იქ მომუშავე ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იყო. ისინი არ ზოგავდნენ თავიანთ დროს, ენერგიას და მთელ თავიანთ სიყვარულს აქსოვდნენ ამ საქმიანობაში. უდიდეს მაგალითს კი კომპანიის დამფუძნებლები აძლევდნენ მათ. შედეგი არის ის, რომ დღეს „ფოლადის სახლი“ ამ კომპანიების რიგში დგას და აღიქმება მათ კონკურენტად. სწორედ ადამიანური რესურსი იყო ის, რამაც შექმნა კომპანია. „ფოლადის სახლი“ არის ოჯახი და ორგანიზაციაში მოსული ყველა თანამშრომელი ოჯახის წევრად აღიქმება. ამ ოჯახისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. სწორედ ეს აძლიერებს ორგანიზაციას. ჰოლდინგი ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ჩვენთან შეკითხვაზე, „როდის გნებავთ ამ საქმის დაწყება“ პასუხი არის - გუშინ.კომპანიის სამომავლო გეგმები
გეგმებს რაც შეხება „ფოლადის სახლმა“ გადაწყვიტა საქმიანობის სფეროები გააფართოვოს. კერძოდ, სამშენებლო მასალების იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, ვაპირებთ უშუალოდ სამშენებლო სფეროში დავიწყოთ საქმიანობა. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს ან ლოკაციას - ამაზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს.
„მარტ სთილი“ ბიზნესდაჯილდოება 2017-ში მონაწილეობს.. რას ელით კონკურსისგან?
„თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში წლის ბიზნესი ვიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება მიზანს, კომპანია ცდილობს ყველა მიმართულებით, სადაც შესაძლებელია, თავისი იმიჯი წარმოაჩინოს.
თაია არდოტელი