აგვისტოში, ვადაგადაცილებული სესხები 2.2 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამის შესახებ, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვადაგადაცილებული სესხები 432.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.
სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2% იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის აგვისტოს მიმოხილვაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.1 პროცენტს გაუტოლდა.