არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველაფერზე ხელისმომწერები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ოღონდ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ დაუკანონონ ის მიწები, რომელსაც ითხოვს. ამის გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ორ ქალაქში ერთად მიიტანეს შეტევა ბოტანიკურ ბაღებზე – ბათუმში და თბილისში. ერთ დღეს უნდათ რომ დაუკანონონ, მაგრამ არ გამოუვათ. სამოქალაქო საზოგადოება დგას ახლა ზევით, ის ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგია და არ გავატანინებთ ამ წინადადებას. არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს. სხდომას ისინი თვითონ შლიან, შემოდიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ეს უნამუსოები, როგორ ბედავენ და თბილისის მიწებს ასე ურცხვად ასხვისებენ და კიდევ ხმას იღებენ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო სხდომა შეწყვეტილია.