კვიპროსში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“ რუსული პროდუქციის სექციაში იყიდება.
ამის შესახებ ფოტოებს მოქალაქე მაიკო ჩიტაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქართული მინერალური წყლები კვიპროსში 1.19 ევროდ იყიდება.