დღეს დეველოპერულ კომპანია “აქსისსა” და სადაზღვევო კომპანია “არდს” შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც 1-ელი ოქტომბრიდან “აქსისის” მომავალი მობინადრეები დეველოპერულ სფეროში შექმნილი ინოვაციური პროდუქტით - რემონტის დაზღვევა 360 °- ით ისარგებლებენ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ყველას, ვინც შეიძენს სრულად გარემონტებულ ბინას ”აქსისის” მიმდინარე პროექტებში ან უკვე შეიძინა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით და სარემონტო სამუშაოებს შეუკვეთავს ”აქსისის” ინტერიერის სამუშაოების ჯგუფს, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, საჩუქრად გადაეცემათ რემონტის ერთწლიანი დაზღვევა 360 გრადუსით.
”ახალი პროდუქტი - დაზღვევა 360°- ით აზღვევს თქვენი ბინის ჭერს, იატაკს, კედლებს და ვიტრაჟებს ისეთი რისკებისგან, როგორიცაა: წყლით გამოწვეულ ზიანი, მათ შორის მეზობლისგან ჩამოსული ან მეზობელთან ჩასული წყალი; ხანძრით, მეხის დაცემით, წვიმით, სეტყვით, მიწისძვრით, ძლიერი ქარით, ყინვით და სხვა სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანება; ქურდობა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედებით მიღებული ზიანი და სხვა”, - აცხადებენ ”აქსისში”.
სადაზღვევო პოლისი მობინადრეს გადაეცემა ბინაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და სრულად გარემონტებული ბინის ჩაბარებისას.