საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 794.1 მილიონი დოლარით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -21.6 მილიარდი ამერიკული დოლარი (-51.9 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -148.6%-ია. ამის შესახებ, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 794.1 მილიონი ამერიკული დოლარით გაუარესდა.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 8.4 მილიარდი დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 621.7 მილიონი დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 29.9 მილიარდი ამერიკული დოლარი (72.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე 1.4 მილიარდი დოლარით მეტია.