დეველოპერულმა კომპანია „გრინ დეველოპმენტმა” ბიზნესის განვითარებისთვის ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოიტანა, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით. კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციის მოზიდვის მიზანს სამშენებლო ბიზნესის გაფართოება წარმოადგენს.
კომპანიამ ფასიანი ქაღალდების განთავსების ლეგიტიმური უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი დაუმტკიცა და დაურეგისტრირა 2017 წლის 6 სექტემბრის # 94 განკარგულებით.
”ობლიგაციების განთავსებაზე კომპანიამ ინვესტორებისთვის შეთავაზება საკუთარ ვებგვერდზე http://ubani.ge გაავრცელა, რომელშიც ტექნიკური უზუსტობა იყო დაშვებული – მითითებული იყო, რომ ფასიანი ქაღალდები უძრავი ქონებით იყო გამყარებული და რომ ეროვნული ბანკის მიერ იყო სერთიფიცირებული (რეგისტრირებულის ნაცვლად). ამ ფაქტს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელმაც გამაფრთხილებელი განცხადება მედიასივრცეში გაავრცელა.
ბუნებრივია, კომპანიის მენეჯმენტმა დაუყოვნებლივ მოახდინა ეროვნული ბანკის მითითებით ხარვეზის გამოსწორება, მაგრამ შენიშვნას, რომელიც თავისი გავრცელების მასშტაბით კამპანიურ ხასიათს ატარებდა, საფრთხე შეუქმნა კომპანიის იმიჯს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ეს განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კომენტარები, რომ თითქოს კომპანიას „ობლიგციების გამოშევების უფლება არ ჰქონდა“, „ცრუ ინფორმაციას ავრცელებს“ და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ ობლიგაციების შეთავაზება ეროვნული ბანკის განცხადებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე განახორციელა, ისიც, საკუთარ ვებ გვერდზე. „სახელმწიფო უნდა ერიდებოდეს კომპანიის იმიჯის შელახვას, მით უმეტეს, როცა ეს შესაძლებელია“, - აცხადებს კომპანიის მენეჯმენტი.
მათივე თქმით, ასეთ შემთხვევებში სასურველი იქნებოდა სახელმწიფო უწყებას კანონით დაწესებული რეგულაციების შესრულების მოთხოვნა უშუალოდ კომპანიისთვის გაეგზავნა და თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრებოდა, ამის შემდეგ მიემართა უფრო მკაცრი ზომებისთვის.
”შ.პ.ს „გრინ დეველოპმენტი“ მე-2 კომპანიია ბაზარზე, რომელსაც ფასიანი ქაღალდების გამოშევების პროსპექტი დაუმტკიცა და დაურეგისტრირა ეროვნულმა ბანკმა. პროსპექტის დამუშავებაზე კომპანიის მხრიდან საერთაშორისო გამოცდილების 12 კაციანი ჯგუფი მუშაობდა ეროვნული ბანკის სპეციალისტებთან ერთად – 6-7 თვის განმავლობაში. კომპანიამ შეთავაზებაში მიუთითა, რომ ფასიანი ქაღალდები უძრავი ქონებით იყო გამყარებული, რაშიც გულისხმობდა, რომ ობლიგაციებიდან შემოსული თანხები მხოლოდ უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, კომპანიის გადასახედიდან ობლიგაციები გათვლილია გათვითცნობიერებული ინვესტორებისთვის, რადგან 1 ცალი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 40 000 აშშ დოლარს შეადგენს და არცერთი ინვესტორი ასეთ თანხას არ ჩადებს ფასიან ქაღალდში, თუ დეტალურად არ შეიწავლის კომპანიის საკმაოდ ვრცელ პროსპექტს, რომელშიც აღწერილია ყველა შესაძლო რისკები და მათი დაზღვევის გზები. ასევე, დოკუმენტში მოცემულია კომპანიის სრული ფინასური, იურდიული თუ ოპერაციული მდგომარეობა. ემისიის პროსპექტი განთავსებულია კომპანიის ვებ გვერდზე http://ubani.ge/page/for-investors და დაინტერესების შემთხვევაში კომპანიის მხრიდან მიწოდებული იქნება ინვესტროისთვის დოკუმნეტური სახითაც”, - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტი.
ცნობისათვის, კომპანიის ობლიგაციების ძირითადი პირობებია:
• მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულება – 2,000,000 $;
• შესყიდვის მინიმალური ოდენობა – 1 ობლიგაცია – 40,000 $;
• ობლიგაციების განთავსების თარიღი - 16.10. 2017;
• ობლიგაციის განაღდების (დაფარვის) თარიღი – 16.10.2019;
• შეთავაზებების დასრულების თარიღი – 3.10.2017;
• საპროცენტო სარგებელი (კუპონი) – წლიური 11%;
• სარგებლის (%) გადახდის პერიოდულობა - წელიწადში 2-ჯერ;
• რეგისტრატორი - შპს ,,ეროვნული რეესტრი”.
ინვესტორებისთვის პროცედურა შემდეგია:
1. ინვესტორი ეცნობა პროსპექტს (http://ubani.ge/page/for-investors);
2. ინვესტორი ავსებს განაცხადს (http://ubani.ge/page/for-investors);
3. ინვესტორი იღებს შეტყობინებას განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;
4. ინვესტორი ხსნის ანგარიშს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ რეგისტრატორთან (ს/კ 204409906);
5. აფორმებს შეთანხმებასფასიანი ქაღალდების რეესტრში განთავსების შესახებ;
6. ანთავსებს ობლიგაციის თანხას ემიტენტის საბანკო ანგარიშზე (ს.ს. „საქართველოს ბანკი“ ანგარიშის# GE08BG0000000182327201);
7. იღებს გარანტირებულ დივიდენდს პირად ანგარიშზე.
„გრინ დეველოპმენტში“ აღნიშნავენ, რომ კომპანია საინტერესო და მიმზიდველია ინვესტორისთვის, რადგან ლისის ტბასთან 25 ჰა მიწის ნაკვეთის განვითარებას ახორციელებს, სადაც 7 წლის განმავლობაში დაგეგმილია 250 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული თანხები მოხმარდება ახალი ურბანული განვითარების პროექტის მშენებლობას, რომელიც 5000 ოჯახზეა გათვლილი. ახალი უბნის პროექტში გათვალისწინებულია 5-6 სართულიანი სახლების მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მშენებლობაში გამყენებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი ლიდერი კომპანიების მასალები, რაც შენობების ხარისხის სანდოობას უზრუნველყოფს.