ბოლო ათი წლის განმავლობაში ეგვიპტის მოსახლეობა 22 მილიონით გაიზარდა

ყველაზე მსხვილი არაბული ქვეყნის, ეგვიპტის მოსახლეობა ბოლო ათი წლის განმავლობაში 22 მილიონით გაიზარდა და 94,8 მილიონს მიაღწია, - ამის შესახებ სტატისტიკისა და მობილიზაციის ცენტრალური სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა აბუ ბაქრ ალ-ჰინდიმ განაცხადა.

ბოლო 30 წლის მანძილზე მოსახლეობის მატებამ 96,5% შეადგინა.

ამავდროულად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 9,4 მილიონი ეგვიპტის მოქალაქე ცხოვრობს.

„ამგვარად, ეგვიპტეში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ეგვიპტელების რიცხვი 104,2 მილიონ ადამიანს შეადგენს“, - განაცხადა ალ-ჰინდიმ.

აღწერის მონაცემების თანახმად, ეგვიპტე კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოდ რჩება. ქვეყნის მოსახლეობის 34,5% 15-დან 34 წლამდე ასაკის კატეგორიას წარმოადგენს.