გასულ წელს ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 41,5 ლარით გაიზარდა

2016 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 938,3 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით წინა წელს საშუალო თვიური ხელფასი 41,5 ლარით არის გაზრდილი. მათ შორის ქალების ხელფასი გასულ წელს 2015 წელთან შედარებით 36,5 ლარით გაიზარდა და - 716,3 ლარი შეადგინა.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 129.5 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 085.9 ლარი, მცირე ბიზნესი – 697.7 ლარი.