2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში 25,5%-ით ვაჭრობის დარგი (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, მეორე ადგილზე 13,5%-ით დამამუშავებელი მრეწველობა, ხოლო მესამეზე 11,3% - იანი წილით მშენებლობის დარგია.
თუმცა, სტრუქტურაში ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (9,8%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (7,9%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებს (5,6%).