ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშს და მაიკლ იანგს გადაეცა

ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2017 წელს ჯეფრი ჰოლს, მაიკლ როსბაშს და მაიკლ იანგს გადაეცა.

ამის შესახებ სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის ნობელის კომიტეტმა განაცხადა.

ამერიკელი მეცნიერები ცირკადული რიტმის მარეგულირებელი მოლეკულარული მექანიზმების აღმოჩენისთვის დაჯილდოვდნენ.