ზუგდიდში 4 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიან კორპუსს აშენებს, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იუწყება, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი და ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.