ნობელის პრემია ფიზიკის დარგში 2017 წელს რაინერ ვაისს, კიპ თორნს და ბარი ბერიშს გადაეცა. ამის შესახებ სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის ნობელის კომიტეტმა განაცხადა.
ამერიკელი მეცნიერები ობსერვატორია LIGO-ს საშუალებით გრავიტაციული ტალღების გახსნისთვის დაჯილდოვდნენ.
ვაისმა, თორნმა და ბერიშმა ლაზერულ-ინტერფერომეტრიული გრავიტაციულ-ტალღოვანი ობსერვატორია LIGO დააფუძნეს, რომლის საშუალებითაც გრავიტაციული ტალღების ექსპერიმენტული აღმოჩენა გახდა შესაძლებელი.