საქართველოში ძველ დროში არყით დათრობა მიღებული არ იყო.
მაგალითად, ფშავში, რომელიც არყის გამოხდის არაერთი ტრადიციითაა გამორჩეული, მე-19 საუკუნემდე არაყს ძირითადად დილით, სამწყემსურში წასვლის წინ სვამდნენ, ასევე მას ხშირად სამკურნალოდაც იყენებდნენ. ცდება ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოში ჭაჭის არაყი, ვთქვათ, ანწლის ან/და სხვა სახის არაყზე უფრო პოპულარული იყო.
საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არყის დაყენების განსაკუთრებული მეთოდები არსებობდა. არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს დაკარგულია, ან თითო-ოროლა ადამინმა თუ იცის. გამოსახდელად ყველაზე ხშირად ანწლს, პანტასა და ასკილს იყენებდნენ. დასაველთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში, არყს სხვადასხვა ხილისაგან ამზადებდნენ. დღეს, გურიაში თითქმის ყველა ოჯახი ტყემლის არაყს იყენებს, რომელიც ექიმების თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ჭურჭელს, რომელშიც არაყი იხდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომელიც არყის გამოხდის ტექნოლოგიებში არის გათვითცნობიერებული. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც საარყე ქვაბად, კომუნისტურ ეპოქაში ქუთაისის ქარხანაში დამზადებულ ნახევრად თითბერის ქვაბების ნაცვლად, სხვას იყენებდეს. არადა, ცნობილია, რომ თითბერი, თავისი დანამატი შენარევებით, გახურების დროს განსაკუთრებულად მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ასეთ ქვაბში გამოხდილი არყის დამლევი ადამიანი ალკოჰოლურ ზემოქმედებას განსაკუთრებულად აღგზნებულად განიცდის. იხილეთ გაგრძელება