ქიმიის დარგში ნობელის პრემია ჟაკ დუბოშეს, იოახიმ ფრანკს და რიჩარდ ჰენდერსონს გადაეცა

ნობელის პრემია ქიმიის დარგში 2017 წელს შვეიცარიელ ჟაკ დუბოშეს, ამერიკელ იოახიმ ფრანკს და ბრიტანელ რიჩარდ ჰენდერსონს გადაეცა.

ამის შესახებ სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის ნობელის კომიტეტმა განაცხადა.

მეცნიერები ხსნარში ბიომოლეკულების სტრუქტურის დასადგენად მაღალი გარჩევადობის კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისთვის დაჯილდოვდნენ.

ხვალ ნობელის კომიტეტი ლიტერატურის დარგში გამარჯვებულს დაასახელებს.