სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონს 38 838 ლიტრი პრეპარატი გადასცა.
როგორც სააგენტო იუწყება, პრეპარატები მოსახლეობას დაურიგდება სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გავრცელება აღინიშნება.
”ერთ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონია (მოსაზიდი ხაფანგი) განსაზღვრული. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას გადაეცემა მათი გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები. მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
სახელმწიფოს მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატების და ფერომონების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. მათი დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებში”, - აცხადებენ სააგენტოში.