ფინანსური რისკების მართვის მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ბაზის განმტკიცება იგეგმება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტში უკვე შესულია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივა, რომელიც მუშაობას ორი მიმართულებით ითვალისწინებს.
"ეს არის არაპროფილური აქტივების ფლობა და საფინანსო სექტორის არასაბანკო ნაწილზე ზედამხედველობის გამკაცრება. ეს არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს რომ არ წარმოიქმნას ფინანსური პირამიდები. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ზედამხედველობის გამკაცრება, რომელიც საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ დაიწყოს ზედამხედველობა უკვე მომავალი წლის 1 იანვრიდან, საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ პრევენცია ამ მიმართულებით,"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.