კიდევ უფრო სწრაფი ინტერნეტი და მრავალფეროვანი არხები უფასოდ

სილქნეტის აბონენტებს თბილისში, ფასის შეუცვლელად, კიდევ უფრო სწრაფი ინტერნეტი და სილქ ტვ-ის ათეულობით დამატებითი არხი გაუაქტიურდათ. მომხმარებლები, ექვსი თვის განმავლობაში, ინტერნეტის გაზრდილ სიჩქარეს და სილქ ტვ-ის არხების კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს მიიღებენ.

„რეგიონებში უკვე გაშვებულია უპრეცედენტო აქცია - უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი და 150-მდე არხი 23 ლარად - ეს ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა ბაზარზე. თბილისის აბონენტებისათვის კი გადავწყვიტეთ საჩუქრად, მადლიერების ნიშნად, ათეულობით დამატებითი არხი და უფრო სწრაფი ინტერნეტი უფასოდ მიგვეწოდებინა“ - აცხადებენ სილქნეტში.

აქცია არანაკლებ საინტერესოა ახალი აბონენტებისთვის, რომლებიც არჩეულ პაკეტებს ექსკლუზიურ ფასად ჩაირთავენ; მაგალითად, 130 არხის ყურებას მომხმარებელი 20 ლარის მაგივრად 9 ლარად შეძლებს, ხოლო 20 მბ ინტერნეტის მისაღებად 35 ლარის მაგივრად მხოლოდ 26 ლარის გადახდა მოუწევს.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ სილქნეტის ვებ გვერდზე ან დაუკავშირდეთ სილქნეტის ცხელ ხაზს 2100100

(R)