ბევრი საინტერესო შემოთავაზება მაქვს კერძო სექტორიდანაც და საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ სად გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას.
„ცოტას დავისვენებ. დიდი ხანი პაუზას არ ვაპირებ. ენერგეტიკის სფეროდან წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. მე თვითონაც ბევრი საინტერესო იდეა მაქვს და ალბათ, მექნება საშუალება, რომ განვახორციელო, ასე რომ, ვრჩები ენერგეტიკაში, თუმცა კონკრეტულად სად გავაგრძელებ, უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდები“, - განაცხადა ვალიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ სურს მას კიდევ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობა, მარიამ ვალიაშვილის განცხადეებით, ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი სურვილი საკმარისი არ არის, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს ჯერჯერობით პრიორიტეტებში არ აქვს.
მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ენერგეტიკის მინისტრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი წელი ვიმუშავე. გარკვეული სიახლეების დროა ჩემს და ალბათ, ენერგეტიკის სამინისტროს ცხოვრებაშიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ცვლილებები კარგია“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ”სამინისტროში კარგი ახალი კადრები მივიდნენ”.
ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ამ ეპატზე ორი მოადგილე ჰყავს - თორნიკე რიჟვაძე და რომეო მიქაუტაძე.