ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის 2018 წელს 2.5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამავე პროექტით, პორტის მშენებლობის ხელშესაწყობად ასევე 2.5 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი 2019, 2020 და 2021 წლებში.
ამასთან, ბიუჯეტიდან დამატებითი თანხაა გამოყოფილი პორტის განვითარებისთვისაც. კერძოდ, ამ მიზნით 2019 წელს ბიუჯეტიდან შესაძლოა 244 მილიონი ლარი გამოიყოს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება.