თბილისში მდებარე სილამაზის სალონი, ესთეტიკის ცენტრი და ქალთა ფიტნეს ცენტრი იყიდება.
ბიზნესის ღირებულება 55 ათასი დოლარი, ხოლო შენობის - 290 ათასი დოლარია, ფართის იჯარის ღირებულება კი 1 000 დოლარია.
რაც შეეხება ობიექტებს, სილამაზის სალონი 1 თავსაბან ოთახს, 1 სამზარეულო ოთახს, 1 კაბინეტს, 6 სტილისტის სავარძელს, 3 მანიკურის მაგიდასა და 2 პედიკურის ჯაკუზს მოიცავს, ესთეტიკური ცენტრი 1 კოსმეტოლოგის, 1 ვიზაჟის კაბინეტისგან და 1 სოლარიუმის ოთახისგან შედგება, ხოლო სატრენაჟორო დარბაზი 1 აერობიკის დარბაზს, 1 გასახდელს, 1 მასაჟის კაბინეტს, 6 საუნას, 7 ადამიანზე გათვლილ საშხაპესა და 2 სველი წერტილს მოიცავს.