“გსურთ სამუშაო 2025 წელს? ესაა სექტორები რაზეც უნდა ვფოკუსირდეთ”- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და საკმაოდ შემაშფოთებელ ინფორმაციას გვაწვდის - 50 წელში რობოტები და კომპიუტერები მეტ საქმეს გააკეთებენ, ვიდრე დღეს ადამიანები აკეთებენ.
სტატიის თანახმად, დღეიდან 5 წელზე ნაკლების პერიოდის განმავლობაში 5 მილიონი სამუშაოა დგილი ავტომატურად დაიკარგება. თუმცა, ტექნოლოგიური მიღწევები რობოტიკასა და მანქანათმცოდნეობაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. შესაბამისად, შეცვლის უნარ-ჩვევებს, რომლებიც დამსაქმებლებს მუშაკებისაგან სჭირდებათ.
სამუშაო ბაზარზე კონკურენცია მომავალში მოითხოვს, რომ იმ მუშაკებმაც კი, რომლებიც ამ პროცესში ნაკლებად დაზარალდებიან, საკუთარი უნარ-ჩვევები განაახლონ.
აქვე წარმოაგდნილია აშშ-ს შრომის ბიუროს მიერ გამოვლენილი რამდენიმე ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო და ასევე უნარები, რომლებიც მომავალში დასაქმების მსურველებმა უნდა შეიძინონ.
პირველ რიგში ნათქვამია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების, კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსებისა და საბაზრო კვლევისა და მარკეტინგის სპეციალისტთა სამუშაო ადგილები იზრდება და რომ ამ სამუშაოსთვის ტექნოლოგიებში გარკვევა და საკომუნიკაციო აზროვნების უნარი სასიცოცხლო იქნება.
მომავლის მოთხოვნად სპეციალისტებს შორის მოხვდნენ სამედიცინო ტექნიკოსები, ფიზიკური თერაპევტები და ერგონომიკის (მეცნიერება, რომლის მიზანია შეიქმნას ადამიანის ყოფა-ცხოვრებისთვის ოპტიმალური სისტემა) ექსპერტებიც.
იზრდება გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტებისა და მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელთა სამუშაო ადგილებიც. გაყიდვებთან დაკავშირებული სამუშაოები ზრდადი სფეროების ხუთეულშია.
სწრაფად ცვალებად სამყაროში, განათლების სპეციალისტებისა და ტრენერების სამუშაო ადგილებიც, სავარაუდოდ, გაიზრდება. ეს სფერო მომავალში ზრდად სფაეროებში მეექვსე ადგილს იკავებს.ასევე, მენეჯმენტის ანალიტიკოსებზე, ბუღალტრებსა და აუდიტორებსა მოთხოვნა ორჯერ გაიზრდება.