მომავალ წელს სახელმწიფო უწყებებში შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარით მეტის გამოყოფა იგეგმება. ამის შესახებ, ინფორმაცია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული.
პროექტის მიხედვით, 2018 წელს შრომით ანაზღაურებაზე 1 397 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული, მაშინ როცა 2017 წლის გეგმით 1 393 მილიარდზე მეტი იყო.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტი მომავალ წელს უწყებებში მომუშავე ადამიანთა შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, თუ 2017 წლის გეგმით ანაზღაურება 116 757 ადამიანზეა გათვალისწინებული, 2018 წელს მათი რაოდენობა 113 479-ია.