საცხოვრებლად ყველაზე ცუდი 27 ქალაქი მსოფლიოში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონსულტაციო ფირმა Mercer ყოველწლიურად ავრცელებს მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის ინდექსს.

კვლევა ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილია და იგი მრავალეროვნული კომპანიებისა და დამსაქმებელთა დასახმარებლად ტარდება.

ცხოვრების ხარისხით საუკეთესო და ყველაზე უარესი ქალაქების გამოსავლენად Mercer შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: პოლიტიკური და სოციალური გარემო (პოლიტიკური სტაბილურობა, დანაშაული, სამართალდამცავი ორგანო); ეკონომიკური გარემო (სავალუტო გაცვლითი დებულებები, საბანკო მომსახურება); სოციალურ-კულტურული გარემო (მედიის ხელმისაწვდომობა და ცენზურა, პირადი თავისუფლების შეზღუდვა); მედიცინა და ჯანმრთელობა (სამედიცინო წყაროები და მომსახურება, ინფექციური დაავადებები, კანალიზაცია, ნარჩენების გატანა, ჰაერის დაბინძურება); სკოლები და განათლება (საერთაშორისო სკოლების სტანდარტები და ხელმისაწვდომობა); საზოგადოებრივი მომსახურება და ტრანსპორტირება (ელექტროენერგია, წყალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სატრანსპორტო მოძრაობა); დასვენება (რესტორნები, თეატრები, კინოთეატრები); საყოფაცხოვრებო საქონელი (საკვები / ყოველდღიური მოხმარების საგნების ხელმისაწვდომობა, მანქანები); საცხოვრებელი (დაქირავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ტექნიკური მომსახურება); ბუნებრივი გარემო (კლიმატი, ბუნებრივი კატასტროფების აღრიცხვა).

Mercer-მა 230 ქვეყანა შეისწავლა და უკანასკნელ 27 ადგილზე მყოფი ქალაქები წარმოადგინა.

ტაშკენტი - 27-ე ადგილზე უზბეკეთის დედაქალაქია. მართალია 1991 წლიდან ქალაქი ეკონომიკურად, კულტურულად და არქიტექტურულად შეიცვალა, მაგრამ ჰაერის ცუდი ხარისხი მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ლომე - ტოგოს დედაქალაქი ლომე 26-ე პოზიციაზეა. ქალაქში უმუშევრობის დონე მაღალია. მისი ინფრასტრუქტურა უარესდება. აფრიკულ ქვეყანას პრობლემებს უქმნის საყოფაცხოვრებო პირობები და ნაგავი.

ბიშკეკი

- 25-ე ადგილზე ყირგიზეთის დედაქალაქია.  ქვეყნის ეკონომიკური ცენტრში სიღარიბის დონე მაღალია.

აბიჯანი - ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, კოტ დ'ივუარის დედაქალაქში "ძალადობრივი დანაშაული ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს" და "ტერორიზმის მაღალი საფრთხეა".

ადის აბიბა

- კვლევაში ნათქვამია, რომ მართალია ქალაქში მშენებლობის ბუმია, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ჰარარე - ზიმბაბვეს დედაქალაქი. ამ ქალაქს, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყანას, აწუხებს რეპრესიული მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს რობერტ მუგბეი. მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს.

bpn

აშხაბადი - თურქმენეთის დედაქალაქიც ამ არაპოპულარული სტატუსის მატარებელი გახდა. ქალაქი ქრონიკული წყლის დეფიციტს განიცდის. ამას ემატება მთავრობის არასწორი ქმედებები და მაღალი ტემპერატურა, რომელიც 2015 წლისთვის 47.2 გრადუსამდე (116.96 F) გაიზარდა.

ლაგოსი

- მე-20 ადგილზე ნიგერიის უმსხვილესი ქალაქი ლაგოსია. პრობლემაა გარემოსდაცვითი საფრთხეები. აქ რთული კრიმინოგენული ვითარებაა. ხშირია სტუდენტთა გატაცება და მკვლელობა.

აბუჯა - ნიგერიის დედაქალაქში დანაშაულის მაღალი მაჩვენებელია. ბრიტანეთის საგარეო უწყება მოგზაურებს აფრთხილებს: "თქვენ შეიძლება გაგიტაცონ, ან მოხვდეთ ტერორისტულ და სხვა ძალადობრივ ინციდენტში."

დაკა - ბანგლადეშის დედაქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და მისი სამკერვალო ექსპორტი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. თუმცა, სამუშაო პირობები და ადამიანის უფლებები საკმაოდ რთულ მდგმარეობაშია. ადგილობრივების სიღატაკის გამო ამ ქვეყნის ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი კრიტიკის ობიექტი ხშირად გამხდარა.

დუშანბე - სიღარიბისა და ენერგეტიკის დეფიციტი ქალაქის უზარმაზარი პრობლემაა. მსოფლიო ბანკი ბიზნესმენებს აფრთხილებს, რომ აქ ბიზნესის კეთება რთულია არაადეკვატური ინფრასტრუქტურის გამო.

ანტანანარივუ, მადაგასკარი - ქალაქი და დანარჩენი ქვეყანა დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობა სპობს უწყვეტი განვითარების შანსს.

უაგადუგუ, ბურკინა ფასო - ქალაქი ტერორისტული თავდასხმებითაა ცნობილი. 2016 წელს პოპულარულ სასტუმროში ალ-ქაიიდან წარმომადგენლები დაბომბეს. შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.

ტრიპოლი, ლიბია - ქალაქი 2015 წლიდან საომარ მდგომარეობაშია. აეროპორტი იმავე წლის ზაფხულში განადგურდა და ყველა ძირითადი საელჩო დაიხურა. მიგრანტები და ლტოლვილები კი ევროპას მიაწყდნენ.

ნიამეი, ნიგერიის დედაქალაქი - საპროტესტო აქციებმა, სახელმწიფო კორუფციამ და სიღატაკემ ეს ქალაქში აღნიშნულ სიაში მოახვედრა.

ბამაკო, მალის დედაქალაქი - განიცდის მოსახლეობის სწრაფ ზრდას, რაც სიღარიბის ზრდასაც იწვევს.

bpn

ნუაქშოტი, მავრიტანიის დედაქალაქი - 1958 წლამდე პატარა სოფელს წარმოადგენდა. ახლა იგი საჰარაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ქალაქია. თუმცა, გადატვირთულობა, გვალვა და სიღარიბე ქალაქს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

კონაკრი, გვინეის რესპუბლიკა - ძალადობრივი დანაშაული, საპროტესტო აქციები და გაფიცვები ქალაქში ჩვეულებრივი მოვლენაა.

კინშასა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი,

სადაც ეთნიკური ნაციონალისტური კონფლიქტი მძვინვარებს.

ბრაზავილი, კონგო -  კორუფციამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც პოლიციის მიერ ხალხის დახოცვა განაპირობა.

დამასკო, სირიის დედაქალაქი - Mercer-ი ამბობს, რომ ქალაქში "მუდმივად ძალადობა და ტერორისტული შეტევებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის“.

ნჯამენა, ჩადის დედაქალაქი - ხშირია ტერორისტული აქტები და თვითმკვლელების მხრიდან თავის აფეთქება.

სუდანის დედაქალაქი ხარტუმი ISIS- ისთვის საკვანძო ადგილია.

პორტ- ო- პრენსი, ჰაიტი - ქალაქი ცნობილია დანაშაულებით და საშიშია მოგზაურთათვის. გატაცებები და ყაჩაღობა ხშირია და ძალადობის დონე უკიდურესად შემაშფოთებელია.

სანა, იემენის უდიდესი ქალაქი საუდის არაბეთის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურდა, რადგან ქვეყანა ირანსა და საუდის არაბეთში ომის დროს ბრძოლის საგანი გახდა.

ბანგი - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში მოსახლეობის უმეტესობა გადარჩენას საჭიროებს. ძალადობრივი სექტანტური შეტაკებები რეგულარულ ხასიათს ატარებს.

ბაღდადი - კვლევის მიხედვით, ცხოვრების ყველაზე ცუდი ხარისხი ერაყის დედაქალაქშია. აქ ინფრასტრუქტურა რამდენიმე ომის შედეგად განადგურებულია, მუდმივად არსებობს ძალადობის საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსაგან“.