თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
როგორც თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განაცხადა, თოვა შეწყდა და თორღვას აბანოსთან ჩამოწოლილი ზვავისგან დაფარული გზა გაიწმინდა.
"ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ნაწილობრივ აღგენილია ტრანსპორტით გადაადგილება. იქ ჩარჩენილი ადგილობრივი, ლევან სულაკაური თავს კარგად გრძნობს," - განაცხადა თუშეთის გამგებელმა.
რაც შეეხება ტურისტს, რომელსაც შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა, ლადო კახოიძის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ ეტაპზე თუშეთის ამბულატორიულ ცენტრში მორიგი სამედიცინო დახმარება უტარდება.
აღნიშნულ გზის მონაკვეთზე პასუხისმგებლობა კომპანია " გერალს" აქვს აღებული.
ფშაველი-ომალოს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე ყოველწლიურად იკეტება.