ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გზაზე საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შემდეგი რეჟიმით: თოვლისა და ზვასაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე საღამოს 18:30 საათიდან დილის 07:00 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.