კობი-გუდაურის 7.2 კილომეტრიანი საბაგიროს მშენებლობისთვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კობი-გუდაურის ორი მიმართულების საბაგირო ხაზის მშენებლობა შუალედური სადგურით. საბაგირო გადასახსნელ-დამჭერიანი 10 მგზავრიანი გონდოლებით იქნება აღჭურვილი. მგზავრთა გადაყვანის მაქსიმალური შესაძლებლობა კი - 2800 მგზავრი/საათში იქნება.