სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების" ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი სომხიშვილი დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გიორგი სომხიშვილს აქამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.
სომხიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი ჩაანაცვლა. ხოკრიშვილი პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.