მსოფლიოს 10 საუკეთესო ტურისტული ქვეყანა

მოგზაურობა მართლაც გასაოცარი რომ იყოს, ეს დიდწლილად დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, სადაც მოგზაურობთ, მის გახსნილობასა და სტუმართმოყვარეობაზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ანგარიშში 2017 წელს 136 ქვეყანის შესახებ მოხვდა ინფორმაცია და სამოგზაუროდ საუკეთესო ქვეყნებიც გამოვლინდა.

წარმოგიდგენთ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის მიერ განსაზღვრულ საუკეთესო ათეულს:

ავსტრია - მსოფლიოში ტურისტებისადმი ყველაზე მეგობრული ქვეყანა ავსტრიაა. იგი თითქმის ყველა პარამეტრში უმაღლესი ქულით შეფასდა. მსხვილი სატრანსპორტო კომპანიები, ინფრასტრუქტურის ხარისხი, სასტუმროები ქვეყანას ვიზიტორებისათვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

ესპანეთი - ესპანეთი ამ სიაში მეორე ადგილზეა. ქვეყანა ტურიზმის ინფრასტრუქტურის ხარისხის მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და ერთ სულ მოსახლეზე სასტუმროების რაოდენობით კი - მეცხრეზე. საერთო ჯამში, ესპანეთი შვებულების გასატარებლად შესანიშნავი ადგილია.

bpn

აშშ

- ტურისტებისთვის მესამე ყველაზე მეგობრული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. აქ ტურისტებისათვის ხელსაყრელ პირობად დასახელდა ბანკომატების ხელმისაწვდომობა. მისაღებია ტურიზმის ინფრასტრუქტურის ხარისხიც.

პორტუგალია - ეს ქვეყანა თითქმის ყველა კატეგორიაში აკმაყოფილებს ტურისტების მოთხოვნებს. პორტუგალიელებს კარგი გამოცდილება აქვთ ტურისტების მომსახურებაში, მათი უსაფრთხოების დაცვაში, რაც ქვეყანას კომფორტულს ხდის.

ხორვატია

- როდესაც საქმე ტურისტულ მომსახურებას ეხება, ხორვატიას ამ მხირვ ყველაფერი მოგვარებული აქვს. ქვეყანას გააჩნია უამრავი სასტუმრო, ბანკომატების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე აბსოლუტურად საკმარისია. გარდა ამისა, აქვს მაღალი ქულები ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვით კომპონენტებში.

შვეიცარია - მოგზაურებს ეს ქვეყანა სუფთა გარემოს, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის, მეგობრული ერისა და კეთილგანწყობილი პერსონალის გამო უყვართ.

bpn

გაერთიანებული სამეფო

- მისი ზრდა ყველა კომპონენტში თვალსაჩინოა. ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხს კი ეკონომიკური ფორუმი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს.

ავსტრალია - მერვე ადგილს ავსტრალია ყველა კატეგორიაში მაღალი ქულების დაგროვების გამო იკავებს. ქვეყანას გააჩნია მდიდარი ბუნებრივი რესურსები. იგი ასევე საინტერესო შეთავაზებაა საქმიანი მოგზაურობისათვის.

გერმანია - კულტურული და ბიზნესტურიზმი ისაა, რითიც გერმანია ვიზიტორებს აინტერესებს. ამ მხრივ მან კვლევაში ყველანაირი კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

კანადა - ათეულს კანადა აგვირგვინებს. კვლევის ორგანიზატორები ამ ქვეყანას რეკომენდაციას ბევრი მიზეზის გამო უწევენ.