აჭარაში ფერმერებზე სასათბურე კონსტრუქციების განაწილება დაიწყო

ფერმერებს, რომელთაც სასათბურე კონსტრუქციის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, კონსტრუქციის ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ.

კონსტრუქციის ფასი 1865 ლარია, თუმცა თანადაფინანსების პრინციპის მიხედვით, ფერმერის გადასახდელი თანხა ერთ სათბურზე 560 ლარით განისაზღვრება.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროგრამის მიზანი ადგილობრივი საადრეო ბოსტნეული კულტურების წარმოების ზრდა და წარმოებული ბოსტნეული კულტურების ნაყოფის ხარისხს გაუმჯობესებაა.

წელს ქვეპროგრამით 250 ერთეული მარტივი ტიპის 50 კვმ-იანი (ლითონის კარკასი და პოლიეთილენის ფირი) სასათბურე კონსტრუქციის განაწილება იგეგმება.