ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შრომის გაკვეთილების აღდგენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, შრომის გაკვეთილების საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროექტის მიზანია, ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს 90%-ზე მეტი სტუდენტების არის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ 10%-ზე ნაკლებია პროფესიულ სასწავლებლებში. ერთ-ერთი მეთოდი პროფესიული განათლების პოპულარიზაციის იქნება სწორედ, შრომის ანუ ხელობის გაკვეთილების აღდგენა. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პროფესიული კოლეჯები განახორციელებენ. ანუ კოლეჯის წარმომადგენლები მივლენ სკოლაში და თავის პროგრამებს აჩვენებენ ბავშვებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ხელობით და შესაძლო ალტერნატივად განიხილონ პროფესიული განათლება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.