8 ოქტომბერს, 12:00 საათიდან „SPACEHALL”-ში (მისამართი: აკაკი წერეთლის 2), საქართველოში უკვე მეორედ, GIPA-ს ორგანიზებით სარეკლამო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ივენთი Portfolio Review ჩატარდება.ამავე საღამოს, GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების მეთორმეტე ყოველწლიური ცერემონია გაიმართება.
Portfolio Review ეს არის ღია ღონიძიება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სარეკლამო ინდუსტრიით და ვიზუალური კომუნიკაციით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას შეუძლია (ასაკი:18-28). დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ ვებგვერდს: portfolioreviewtbilisi.gipa.ge. მონაწილეობის მიღება უფასოა.
Portfolio Review-ს მიზანია შემოქმედებით ახალგაზრდებს საშუალება მისცეს (face to face) საკუთარი ნამუშევრები დარგის პროფესიონალებს წარუდგინონ (კრეატიული და არტ დირექტორები, კოპირაიტერები, დიზაინერები) და მათგან კონსტრუქციული შეფასებები და რჩევები მოისმინონ, რაც თავის მხრივ, მონაწილეებს განვითარებაში დაეხმარება.
Portfolio Review მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: არტ დაირექშენი, კოპირაიტინგი, ფოტო, ვიდეო, დიზაინი, ილუსტრაცია.
კონსტრუქციულ შეფასებასთან ერთად, მონაწილეებმა შესაძლოა მიიღონ სამუშაო ადგილის შეთავაზება. ასევე, ჟიურის შეფასებების საფუძველზე, გამოვლინდება სამი საუკეთესო პორტფოლიოს ავტორიი.
ივენთის ბოლო, დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდებიან საუკეთესო პორტფოლიოს ავტორები, 2016-17 სასწავლო წლის GIPA-ს ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო ლექტორები და სტუდენტები.