შვეიცარულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭაში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი.
მათივე ცნობით, ფერმის ასაშენებლად 95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პროექტის მხარდასაჭერად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებისთვის.