ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 652 აბონენტსდუშეთის რაიონის სოფლებში ბაზალეთი, გრიგოლაანი, ჩუგუნიაანი, პირმისაანი და მიმდებარე სოფელებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.