2016 წლის ყველაზე დაბალ და მაღალანაზღაურებადი საქმიანობები

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა მშენებლობა იყო. „საქსტატის“ ცნობით, ამ სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1290,7 ლარი იყო.

ამასთან, მაღალანზღაურებადი საქმიანობების ხუთეულში იყო: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1 204,1 ლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1 200,3; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 1151,9; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1143,0 ლარი.

გასული წლის ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 574,2 ლარი; განათლება - 619,3; სასტუმროები და რესტორნები - 626,6 ლარი; თევზჭერა, მეთევზეობა - 654,0; დამამუშავებელი მრეწველობა - 773,4 ლარი.

რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 790,3 ლარია; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 899,2 ლარი და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 940,9 ლარი.