ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციისთვის მომავალ წელს ბიუჯეტში 1.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტშია მოცემული.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2016 წელს ბიუჯეტიდან 25,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა; 2017 წლის გეგმით კი 17,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში, საბაგიროს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტიდან 44,7 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში აშენდება 4 რევერსიული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა: სანატორიუმი; ნაგუთი; ლეჟუბანი; მუხაძე. რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდებას კომპანია Pomagalski უზრუნველყოფს.