ქართულ-აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილი მატრასების მწარმოებელი კომპანია „როიალ ჯორჯია“ პროდუქციის გატანას ამერიკაში იწყებს.
ამის შესახებ, კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თეა მაისურაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საწარმოში ჯამში 1.5 მილიონის ინვესტიციაა განხორციელებული და ამ დროისათვის კომპანიაში მუდმივად 35 ადამიანია დასაქმებული.
უფრო დეტალურად კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ისტორიაზე - „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თეა მაისურაძემ ისაუბრა.
„როიალ-ჯორჯია“ ორთოპედიულ ბალიშებსა და მატრასებს ამზადებს. ჩვენი მთავარი მისიაა მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის მქონე, უმაღლესი ხარისხის მატრასი და ბალიში შევთავაზოთ. საწარმო 2014 წელს, „აწარმო საქართველოს“ ფარგლებში დაარსდა, ხოლო მატრასების წარმოება 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დაწყებიდან 1 წელში პროდუქციის რეალიზება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ თურქეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება. რამდენიმე დღეში კი ჩვენი მატრასები ამერიკაშიც გაიგზავნება,”-აცხადებს მაისურაძე.
რატომ გადაწყვიტეთ და რამდენად გქონდათ მატრასების წარმოების გამოცდილება
ჩვენს პარტნიორს აზერბაიჯანში მატრასების ქარხანა აქვს და სურვილი გაუჩნდა, რომ საქართველოშიც დაგვეწყო ეს საქმე. შესაბამისად, იმ კუთხით - თუ რა სახის ტექნიკა დაგვჭირდებოდა, გამოცდილება გვქონდა და შევძელით, რომ მატრასები, რომელიც საქართველოში 3 ათას ლარად იყიდება, მომხმარებლისთვის 700 ლარად შეგვეთავაზებინა.რამდენად განვითარებულია მატრასების ბაზარი და რა სირთულეებია
საქართველოში არსებულ მატრასის საამქროებში ხარისხის კონტროლი არ აქვთ. არც ბაზარია განვითარებული და ძირითადად, უხარისხო პროდუქცითაა გაჯერებული. აქედან გამომდინარე მთავარი სირთულე მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მოსახლეობის ნაწილის აზრით, თუ პროდუქტი 2 ათას ლარზე ზევით არ ღირს, ე.ი. უხარისხოა.რამდენად მარტივად დაიმკვიდრა კომპანიამ თავი და რა არის „როიალ ჯორჯიას“ უპირატესობა
ფასთან და ხარისხთან ერთად ჩვენი მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ სერტიფიცირებულ ნედლეულს ვიყენებთ. ამასთან, მომხმარებელს 100%-იან გარანტიას ვაძლევთ, რომ მატრასი ნამდვილად იმ პროდუქციისგან შედგება, რაც აღწერილობაშია მითითებული. მეტიც, თუ ადამიანს კითხვა ან ეჭვი გაუჩნდება, შეგვიძლია მატრასი გავხსნათ და ვაჩვენოთ რისგან შედგება. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, არ იყო რთული. მთავარია სწორად დაგეგმილი ბიზნესი, კარგი მენეჯმენტი და ყველაფერი გამოვა.რამდენი სახის მატრასს სთავაზობს „როიალ ჯორჯია“ მომხმარებელს და რამდენად არის ბაზარზე მოთხოვნა
ჩვენი კომპანია ზომის, ხარისხისა და შემადგენლობის მიხედვით, ჯამში 45-მდე სახეობის მატრასს აწარმოებს. ამასთან, შეგვიძლია მომხმარებლის სურვილის მიხედვით დავამზადოთ სასურველი ზომის და შემადგენლობის პროდუქცია. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამ ეტაპზე რეკლამირებაზე დიდი თანხა არ დაგვიხარჯავს და ჩვენი „ფეისბუქ“ გვერდითა და გაყიდვების საიტის RoyalGeorgia.ge-ს მეშვეობით მოვახერხეთ, რომ დღეში 150 მატრასს ვაწარმოებთ. აღსანიშნავია, ისიც რომ საცალო შეკვეთების გარდა რამდენიმე მნიშვნელოვან სასტუმროსთან და სავარჯიშო დარბაზთანაც ვთანამშრომლობთ.კომპანიის სამომავლო გეგმები
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საკუთარი მაღაზიის გახსნას. ამასთან, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ამერიკის გარდა ევროპის ბაზარზეც გვინდა თავის დამკვიდრება. დაწყებულია მოლაპარაკებები და მატრასების ექსპორტი შესაძლოა პოლონეთშიც დავიწყოთ. ამასთან, აისო სერტიფიკატის აღებასაც ვაპირებთ, რის შემდეგაც ცნობილ, უცხოელ ბრენდებთანაც შევძლებთ თანამშრომლობის უფრო გაფართოებას.კომპანია მონაწილეობას იღებს, „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017.. რას ელით კონკურსისგან?
„როიალ ჯორჯია“ ბიზნეს დაჯილდოების წლის სტარტაპერის ნომინაციაშია წარდგენილი. მონაწილეობის მიზანი სანდოობისა და ცნობადობის მოპოვებაა. გვინდა ჩვენი პროდუქცია მომხმარებელს უკეთ გავაცნოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ აუცილებელი არაა დიდი თანხების ჩადება და საქართველოში ბიზნესის კეთება ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ.თაია არდოტელი