საუდის არაბეთი აშშ-სგან 15 მილიარდი დოლარის შეიარაღებას შეიძენს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა THAAD-ის მიყიდვის შეთანხმება მოიწონა , - ამის შესახებ პენტაგონის თავდაცვითი თანამშრომლობისა და უშიშროების სააგენტო იუწყება.

კონტრაქტის საერთო ღირებულება სერვისული მომსახურების, სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობის მიწოდების ჩათვლით, 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კონტრაქტი 44 გამშვები დანადგარის, 360 რაკეტის, 16 მართვის პუნქტისა და 7 რადარის მიწოდებას ითვალისწინებს.