165 თანამშრომელი ალგანის ახალ სარეკლამო რგოლში

„იცავდე - ნიშნავს, უზრუნველყოფდე ყველაზე ძვირფასს - უსაფრთხოებას!“ – „ალგანის“ ახალი საიმიჯო რგოლის მთავარი მესიჯია.

ვიდეო ქართულ ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და უკვე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეფექტურ რგოლში „ალგანის“ ფილოსოფია და უსაფრთხოების ძირითადი სერვისებია წარმოდგენილი. რგოლზე იმუშავა პროდაქშენ კომპანია „კოპტერმა“.

კომპანია „ალგანი“ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბიზნესში ლიდერია ქართულ ბაზარზე. ის ემსახურება 4000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს. როგორც თავად აცხადებენ, მათი უპირატესობა არის პროფესიონალიზმი, მუდმივი ინოვაციების დანერგვა და ბაზარზე უსაფრთხოების ახალი სერვისების და პროდუქტების შემოტანა.

რგოლის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აჩვენოს მომხმარებელს, თუ როგორ ხედავს თავად დაცლის კომპანია „ალგანი“ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მას მისი კლიენტები აკისრებენ. ვიდეო წარმოადგენს ერთგვარ პასუხს შეკითხვაზე - „რას ნიშნავს, იცავდე“. პასუხის გაცემას კი ალგანი საკუთარი სერვისების დემონსტრირებით ახდენს.

ნახეთ და თავად შეაფასეთ „ალგანის“ ახალი ვიდეო რგოლი.

https://www.facebook.com/Algani.LTD/videos/1966266770316812/